საზოგადოება
სნოუდენმა რიდენაურის პრემია „ სიმართლისთვის" მიიღო
ედვარდ სნოუდენი, რიდენაურის პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „სიმართლისათვის“.
სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის გარდა, პრემიის ლაურეატად კინოდოკუმენტალისტი ლორა პოიტრასი დასახელდა, რომელიც სნოუდენის დოკუმენტებთან მუშაოდა. პრემია 2004 წელს დაწესდა, ვიეტნამის ომის ვეტერანის, ჟურნალისტ რონე რიდენაურის ხსოვნის პატივსაცემად,რომელიც ვიეტნამის ომში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების მკვლელობის ფაქტებს იძიებდა.
პრემიით ოთხ ნომინაციაში ჯილდოვდებიან - " სიმართლისთვის", " მამაცობსთვის", "წლის წიგნი" და „წლის დოკუმენტური ფილმი“. "სნოუდენის ქმედებების პროვოცირება უპრეცენდენტო საზოგადოებრივმა რეზონანსმა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თვალთვალის შესახებ დებატებმა მოახდინა, მაგრამ მაგრამ მას ეს ძალიან ძვირად დაუჯდა ", - აღნიშნულია პრემიის ოფიციალურ საიტზე. აშშ-ში ჯაშუშობაში ადანაშაულებს სნოუდენს,რომელიც ამ დროისათვის რუსეთში იმყოფება, სადაც მან ერთი წლით დროებითი თავშესაფარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები