Error
საზოგადოება
შეზღუდვა გორის საავტომობილო გზაზე
შეზღუდვა გორის საავტომობილო გზაზე. რამდენიმე დღით გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტრო–მექანიკური სისტემების სრულყოფისა და ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს დილის 9 საათიდან, 16 აპრილის 17 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება. თბილისი–ხაშურის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური–თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოვლით გზაზე.
Print