Error
საზოგადოება
უახლოეს დღეებში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში   თოვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი  სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 8-13, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 13-18 გრადუსი იქნება. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრია მოსალოდნელი. 10 აპრილს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. თუმცა, თოვლის სახით ნალექი შესაძლოა, მაღალმთაში შენარჩუნდეს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ტემპერატურა 5-8 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8 გრადუსი, ხოლო დღისით 14-19 გრადუსი იქნება. 13-14 აპრილის კი საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 15 აპრილიდან ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს.
Print