Error
საზოგადოება
ტიტების ფესტივალი სტამბულში
  სტამბულის ქუჩები ყვავილებით აივსო - თურქეთი ტიტების ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქის მთავარ მოედნებზე უკვე 2 მილიონი ტიტაა განთავსებული.მეყვავილეები ადგილზევე აწყობენ კომპოზიციებს სხვადასხვა ფერის ყვავილებიდან. ფესტივალზე 200 სხვადასხვა სახეობის ტიტას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი თურქეთშია გამოყვანილი. ფესტივალზე ასევე შესაძლებელი იქნება ტიტების ახალი ჯიშის ბოლქვების შეძენაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰოლანდიას, რომელიც ტიტების გამოყვანის სფეროში მსოფლიო ცენტრად ითვლება.    
Print