Error
საზოგადოება
იტალიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ერთი ადამიანი დაიღუპა,ერთი კი დაკარგულად ითვლება იტალიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სენიგალიას პროვინცია დააზარალა. ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ჩეზანო. დატბორილია რამდენიმე ქუჩა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური-მეხანძრეების ჯგუფები და პოლიცია. სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩაერთო. მთლიანად ევაკუირებულია სოფელი ვალონე. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
Print