Error
საზოგადოება
დარიალის ხეობაში გზის გამწმენდი სამუშაოები გრძელდება
დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში გზის გამწმენდი სამუშაოები გრძელდება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი აცხადებს,რომ დღეს, სავარაუდოდ ტერიტორიის დაგუბებული წყლისგან დაცლა მოხერხდება, რომ მდინარე თერგი თავის კალაპოტს დაუბრუნდეს. მისივე თქმით, ტბის დაცლა ტექნიკას ორივე მხრიდან სამუშაოების წარმოების საშუალებას მისცემს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასის ქვეშ სავარაუდოდ ორი ტრაილერია მოქცეული. დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება. დარიალის ხეობაში მთა 17 მაისს მოწყდა.
Print