Error
საზოგადოება
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 429 748 შეადგენს
ცესკომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების დამუშავება დაასრულა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 429 748 შეადგინა, რაც 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემია.
სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 501 198 მოქალაქის მონაცემები 1 ივნისს გადასცა. შეგახსენებთ, რომ ცესკომ პირველად სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ამორმჩეველთა საერთო რაოდენობა მიმდინარე წლის 1 მაისს გამოაქვეყნა (3 472 772). საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 43 024-ით არის შემცირებული.
Print