Error
საზოგადოება
რიკოთზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია
ამ დროისთვის კვლავ უცნობია,  როდის აღდგება რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს , გუშინ მთა კვლავ ჩამოიშალა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. "მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოება მდინარის მხარეს. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა", - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე 17 ივნისს მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთო.
Print