Error
საზოგადოება
მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა
,ჯოენის” კლინიკაში მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლჟჯავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ლეჟავას ბოლო პერიოდში გულის პრობლემები აწუხებდა. ჯუმბერ ლეჟავა დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.). 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური. ჯუმბერ ლეჟავა დაჯილოვებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის” სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან – „მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი (1999).
Print