PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_1440.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

"სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები" - პროექტის ფარგლებში 150 ბენეფიციარს საარსებო პირობები გაუუმჯობესდა (video)
19:33 / 15.11.2012
„სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები“ ასე ეწოდება "ოქსფამი"ს ფინანსური მხარდაჭერით "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ განხორცილებულ 5 წლიან პროგრამას. პროგრმის ფინლური პრეზენტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. პროგრამის არსებობის განმავლობაში სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში 150 ბენეფიციარისთვის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში დახმარების და ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა. პროექტის ბენეფიციარი სოფლად მაცხოვრებელი უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანები იყვნენ. მის მთავარ მიზანს რეგიონებში თნამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვის გზით ამ ადამიანებისთვის საარსებო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შეირჩა სამუშაო ჯგუფები სამეგრელოს რეგიონში ეს იყო მესაქონლეობის, მეფუტკრეობის ადა მესათბურეობის მიმართულებით მომუშავე რამდენიმე ჯგუფი. ამ დამიანებს დაურიგდათ საწარმოო კაპიტალის სახით ყველა ის საშუალება, რაც მათ ფერმერული მეურნეობისთვის სჭირდებოდათ. პროექტის ბოლოს მონაწილეებს საშუალება მიეცათ მთლიანად თვითონ დაფინანსებითან საკუთარი ფერმერული მეურნეობები. პროექტის ბენეფიციარებს შორის 75 სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებია.
როგორც პროექტის მენეჯერმა, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა საერთო ჯამში პროექტით გაცილებით ბევრმა ადმიანმა ისარგებლა და მიიღო უფასო კონსულტაციები სოფლის მეურნეობის დარგში.
პროექტის ერთ–ერთმა ბენეფიციარმა ეკა შეროზიამ განაცხადა, რომ პროექტი ძალიან დაეხმარა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და მადლობა გადაუხადა მის ავტორებს.
მასალის გამოყენების პირობები