Error
საზოგადოება
არსამთავრობო ორგანიზაციები და დევნილები ზუგდიდში დავით დარახველიძის ჩამოსვლას ითხოვენ (video)
დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციები და ზუგდიდის სხვადსხვა ობიექტებში თვითნებურად შეჭრილი დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის ზუგდიდში ჩამოსვლას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა- დისკუსია გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი არსამთვარობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ იყო. შეხვედრას ერთ-ერთ ობიექტში თვითნებურად შესახლებული დევნილი ელზა ზოდელავაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, მათ მიერ სხვადასხვა შენობების თვითნებურად დაკავების მიზეზი იმედი გახდა, რომელიც მათ ახალმა ხელისუფლებამ მისცა. მისვე განცხადებით ისინი იმ ფართების დაკანონებას მოითხოვენ რომლებიც ამჯამად აქვთ დაკავებული. შეხვედრაზე დევნილებმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს დავით დარახველიძის მიერ 8 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მინისტრი ამბობს, რომ „თუკი დევნილების დაწესებულებიდან გამოსვლა ნებაყოფლობით არ მოხდება, მაშინ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება. იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ განაცხადა, რომ თუ სამინისტო შენობის მესაკუთრეს უარს ეტყვის შენობაში კოლექტიური ჩასახლების არსებობაზე, მაშინ მას უფლება აქვს შენობის დაცლა მოითხოვოს, მაგრამ თავის მხრივ დევნილს აქვს უფლება სამისისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოსთხოვოს. შეხვედრის ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია ზუგდიდში არსებული დევნილთა სხვადასხვა ჯგუფების შესახებ, და ეძებენ შენობებს სადაც შეიძლება შესახლდნენ. სამეგრელო-ზემოს სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა დევნილებს, არ აყვნენ პროვოკაციას, მან ასევე აღნისნა, რომ საჭიროა თითოეული დევნილის საქმე იქნეს შესწავლილი.
Print