საზოგადოება
საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს,  რომ 6 და 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით.  დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 მაისს ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში დღეს და ხვალ ტემპერატურა დღისით +20, ღამე +9 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები 8 მაისს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 9 მაისიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
Print