Error
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. "აკვაპარკს" შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. "აკვაპარკს" შორის 2008 წელის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება საკრებულოს სხდომაზე ერთხმად გაუქმდა. როგორც საკრებულოს იურისტმა ლალი ხარებამ სხდომაზე განმარტა 2008 წლის 31 დეკემბერს პირდაპირი მისყიდვის წესით მანანა მიქავაზე 2 ჰექტარის ოდენობის მიწის ნაკვეთი  იქნა გაფორმებული. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მიქავას აღნიშნულ ტერიტორიაზე ექვსი თვის განმავლობაში 4 მილიონი აშშ. დოლარის ოდენობის ინვესტიცრება უნდა მოეხდინა. როგორც სხდომაზე მომხსენებელმა ლალი ხარებავამ აღნიშნა მიქავამ ეს ვერ მოახერხა, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარეს და შ.პ.ს. "აკვაპარკს"- სა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული ხელშეკრულება გააუქმეს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამგეობას გადმოეცა. ცნობისთვის, შ.პ.ს."აკვაპარკის" ხელმძღვანელი მანანა მიქავა 2010 წლის ნოემბერში საფინანსო პოლიციის მიერ იქნა დაპატიმრებული. მიქავას სასამართლომ ბრალად საქონლის უკანონო შემოტანა წარუდგინა და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიქავას ოჯახი ხელშეკრულების გაუქმებას აპროტესტებს და მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ ზემო ხსენებულ საკითხზე გამგეობიდან გაფრთხილების წერილიც არ მიუღიათ. მანანა მიქავას ოჯახის ახლობელი, თინათინ მიქავა, მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია მათ მიქავას პატიმრობის როგორც "საპატიო" მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენას სთხოვდა. როგორც ოჯახის ახლობელი ყვება აღნიშნული დოკუმენტის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია ვინაიდან პატიმრობა, როგორც "საპატიო" მგომარეობა, დოკუმენტურად არ დასტურდება. მიქავას ახლობელების განცხადებით მანანა მიქავას 2013 წლის ამნისტია შეეხო და სავარაუდოდ თვის ბოლოს დატოვებს საპყრობილეს და "აკვაპარკის" საკითხზე ოჯახი ბოლომდე იბრძოლებს.
Print