საზოგადოება
სასამართლომ, ფეისბუქს, მომხმარებელთა თვალთვალის შესაწყვეტად 48 საათი მისცა
ბელგიის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ფეისბუქს, სოციალური ქსელის მომხმარებელთა თვალთვალის შეწყვეტისათვის 48 საათი აქვს, – აღნიშნულის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს ინფორმაციას. სოციალურმა ქსელმა, განაჩენი 48 საათის განმავლობაში უნდა აღასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას, ჯარიმის სახით, ბელგიის ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის კომისიისათვის, ყოველდღიურად 250,000 ევროს გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, ივნისში გაირკვა, რომ ფეისბუქი, მომხმარებლებს ინტერნეტ სივრცეში, ვებ-ბრაუზერების ისტორიის მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებს. კორპორაცია ფეისბუქმა, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ბელგიის იურისდიქციაში არ შედის.
Print