საზოგადოება
წყალდიდობამ სოჭში სერიოზული პრობლემები შექმნა
ხანგრძლივი ძლიერი წვიმის გამო ქალაქ სოჭში და სოჭი-ადლერის მაგისტრალზე წყალდიდობაა. დაიტბორა ქუჩები და სახლები. დაბა დაგომისის დატბორვის საშიშროების გამო სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. კონტროლდება მდინარეების წყლის დონეც დაბებში კეპშა, კრასნაია პოლიანა და ლოო. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ადლერის რაიონში, სადაც კურორტის მთავარი სატრანსპორტო ქსელია განლაგებული, გადაიდო ათობთ ავიარეისი და შეფერხდა მატარაბლების მოძრაობა. წყალდიდობას სოჭში მსხვერლი არ მოჰყოლია.
Print