საზოგადოება
ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია
ცენტრალ­­­­­ური მაგისტრალის ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. როგორც რადიო "ათინათს" მესტიისკენ მიმავალი ერთ-ერთი ტრანსპორტის მგზავრებმა აცნობეს, 20-მდე სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტი სოფელ ლახამულასთანაა გაჩერებული და გზის გაწმენდას ელოდება. "ათინათი" მესტიის გამგებელს კახა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ გზის პერმანენტული გაწმენდა მიმდინარეობს. "როგორც იცით, ლახამულასთან პერიოდულად კლდე იშლება და წვება. სულ ვწმენდთ გზას. ახლაც ამის გამო იყო მცირე შეფერხება და ძალიან მალე განახლდება მოძრაობა", - აღნიშნა გამგებელმა.
Print