საზოგადოება
დღეს გიორგობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს. წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად მიაგებენ პატივს.
Print