საზოგადოება
თურქეთ-სირიის საზღვართან თვითმფრინავი ჩამოაგდეს
თურქულმა მოიერიშეებმა თურქეთ-სირიის საზღვრთან თვითმფრინავი შემდეგ ჩამოაგდეს, რაც მან თურქულისაჰაერო სივრცე დაარღვია და გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოახდინა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ვის ეკუთვნის თვითმფრინავი. ამასთან, ტელეარხ "ალ- ჯაზირას"  ინფორმაციით, სირიის ქალაქ ლატაკის მახლობლად რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ სირიის საზღვართან განვითრებული მოვლენების გამო ნატოსა და გაეროსთან საგანგებო კონსულტაციების გამართვის შესახებ განკარგულება გასცა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები რუსულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.
Print