საზოგადოება
პროტესტის მიუხედავად "მეტრო +"-მა ზუგდიდში ფუნქციონირება დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ზუგდიდში სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ შესვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიის მუშაობის შემთხვევაში, ყველა მათგანი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება.
„მეტრო პლიუსის“ პირველი რეისი კი დღეს ზუგდიდის ავტოსადგურიდან სამართალდამცველების დახმარებით მაინც გავიდა.

აქციაზე მივიდა შპს „ავტოსადგურის“ ერთ-ერთი მეწილეც, რომლის მტკიცებით, 21 მეწილიდან 3-ის გარდა „მეტრო პლიუსთან“ ხელშეკრულებაზე ხელი არავის მოუწერია.

ამავე თემაზე: ზუგდიდის მერია მძღოლების პრობლემაზე: "კერძო დავაში ვერ ჩავერევით"
Print