საზოგადოება
სენაკის დევნილთა დასახლებაში წამოწყებული ადვოკატირების კამპანია
2017 წლის 1 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა და სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა რადიოს „ათინათი“ ეთერში სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

გადაცემის სტუმრები - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი - ნინა გელაშვილი, იურისტი - რუსუდან პაჭკორია, სენაკის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი და ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის წევრი - ნონა ქადარია



რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.



რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA).

პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

Print