საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაცია ორი მარტიდან დაიწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ორ ეტაპად განისაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. ინფორმაციას მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.


Print