საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით შესაძლოა ქორწილები და ქელეხები აიკრძალოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. იმნაძის განმარტებით აკრძალვები პირველ რიგში შეეხება ქორწილებს და ქელეხებს.

„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ფოტო: ინტერნეტი
Print