საზოგადოება
მეგრული სიმღერა „ასე ჩონგური“ - ესპანელი, ფრანგი, თურქი და ქართველი მუსიკოსების შესრულებით კარანტინის პირობებში (ვიდეო)
ჯგუფ KAVKAZZ -ის მუსიკოსებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მეგრული სიმღერა „ასე ჩონგური“ შეასრულეს. მათ ვიდეო ტელეფონის საშუალებით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ:

Núria Rovira Salat - მომღერალი და მოცეკვავე კატალონიიდან;

ბექა ნონიაშვილი - მოცეკვავე საქართველოდან (ცეკვის მასწავლებელი პარიზის ქართული კულტურის ცენტრში);

Kaptan Emrah - თურქული სიმებიანი საკრავი "ჯუმბუში" - ის წარმოშობით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდანაა და ქართული ფესვები აქვს;

Miquèu Montanaro- ფლეიტისტი - მისი მუსიკალური გამოცდილება წარმოადგენს პროვანსის (საფრანგეთი) და უნგრეთის მუსიკალურ ნაზავს;

Fabien Mornet – გიტარა - ჯგუფის შექმნის ინიციატორი (ფაბიენ მორნეტის მეუღლე წარმოშობით საქართველოდანაა, კერძოდ ჩხოროწყუდან).

Print