Error
საზოგადოება
„ჩხოროწყუელობის“ დღესასწაული 3 ნოემბერს გაიმართება
„ჩხოროწყუელობის“ დღესასწაული 3 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სახალხო სეირნობა, კონცერტები და გამოფენები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, ღონისძიების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებებით იმართება. „დაახლოებით 5 წელია ჩვენს ქალაქში ეს დღესასწაული არ გამართულა. გამგეობამ ამ ღონისძიებისთვის მხოლოდ 4 ათასი ლარი გამოყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოჩა ჩიქოვანმა. მისვე განმარტებით, „ჩხოროწყუელობის“ დღესასწაულზე სტუმრებს სხვადასხვა სამინისტროებიდანაც ელოდებიან. მათ შორის კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას.
Print