Error
რუბრიკები
ვლაქერნობა
დღეს, 15 ივლისს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ--არქიტექტურული მუზეუმიდან დილის 9 საათზე ყოვლადწმინდა ღმთისმშობლის სამოსელი გადმობრძანდება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვა 10 საათზე დაიწყება. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს არის დღესასწაული ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისა, რადგან ღვთის განგებით ზუგდიდში ინახება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელი – მსოფლიო ქრისტიანობის უდიდელი სიწმინდე, და ამ დღეს ყველა მართლმადიდებელს აქვს შესაძლებლობა, ემთხვიოს ღვთისმშობლის სამოსელს. ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალმა სტუმარმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა მოიყარა თავი.
Print