


პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდას, ნდობის მოპოვებასა და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში 10 პარტნიორ სკოლას მიეცა საშუალება, მოეხდინათ თავიანთ თემში, სოფელში, სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომ მათთვის პრიორიტეტების მინიჭება, მომავალში ამ პრობლემის საპროექტო წინადადებად წარდგენის მიზნით. თითო სკოლიდან შემოვიდა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 საპროექტო განაცხადი.
პროექტს USAID - სა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები