Error
რუბრიკები
ზუგდიდის ყველა სოფლის საავტომობილო გზა გაწმენდილია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლებისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გაწმენდილია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა. ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭკადუაშის, ჭაქვანჯის, ყულიშკარისა და ჯიხაშკარის საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებული იყო და მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამასთან, აღნიშნული სოფლების საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი იყრებოდა.
Print