Error
რუბრიკები
ტურიზმის ადმინისტრაციასა და ზუგდიდის გამგეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს ტურისტული სააგენტოს ჩამოყალიბებასა და ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შეხვედრა გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ბიზნეს სექტორისა და ტურიზმით დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და მთლიანად სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, ტურიზმის განვითარების არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები გიორგი თოდუა და მერაბ ქვარაია.
Print