Error
რუბრიკები
შშმ პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია-მსვლეობა ზუგდიდში (ვიდეო)
ასოსიაცია „დეამ“ დღეს, 18 დეკემბერს ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი დეკადის ფარგლებში, სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გამართა. აქციაში ეტლით მოსარგებლე პირებთან ერთად 200-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სოლიდარობის აქცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წინ, თეატრალიზებული წარმოდგენით დასრულდა. როგორც ასოციიაცია „დეას“ წარმომადგნლები აცხადებენ, აქციის მიზანია საზოგადოების გათვითცნობიერების ხელსეწყობა ადამიანის უფლებების სფეროში და მისი აქტიური თანამონაწილეობის სტიმულირება შშმ პირთა სოციალურ-ფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების სფეროში. ასოციაცია „დეამ“ დღევანდელი ღონისძიება, ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით, პროექტ „გზა ინკლუზიისკენ“ ფარგლებში გამართა.
Print