
ნაღები – 0,5 ლ ( 33-35 %)
მოხარშული შესქელებული რძე – 300 გრ
რძე – 150 მლ
კვერცხის გული – 2 ცალი
ფქვილი – 2 ს/კ
ვანილი
კვერცხის გული ავთქვიფოთ ფქვილთან ერთად სანამ არ გათეთრდება.
დავამატოთ შესქელებული რძე და ავურიოთ კარგად
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ შესქელებული რძის მასა, თან ვურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ გასქელდება ( არ უნდა ადუღდეს) კრემი მალე სქელდება.
გავაციოთ.
ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ კრემს.
ჩავასხათ პლასტიკის ყუთში და ჩავდგათ საყინულეში. 40-50 წუთის მერე ნაყინი უნდა კარგად ავურიოთ და 30-40 წუთის მერე ისევ. ეს საჭიროა , რომ ნაყინი თანაბრად გაიყინოს და კრისტალები არ გაჩნდეს.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები