შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მთაზე ჩარჩენილი 4 რუსი ალპინისტის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განაახლეს.
როგორც რადიო „ათინათს“ მესტიის გამგებელი ილია ჯაფარიძე უცხადებს, “თბილისიდან გამოფრენილია ვერტმფრენი, რომელიც ადგილობრივ მაშველებს მესტიაში აიყვანს და ვინაიდან დღეს ამინდიც გვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში მოხდება რუსი ალპინისტების ჩამოყვანა თეთნულდიდან. ერთ ალპინისტს ფეხი აქვს მოტეხილი და მისი ტრანსპორტირება პირდაპირ თბილისში მოხდება, დანარჩენი სამი ალპინისტი უვნებელია“– ამბობს ილია ჯაფარიძე.
ოთხი მოყვარული ალპინისტი მწვერვალის დასალაშქრად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა, თუმცა ოთხივე მათგანი კლდის ცვენის ზონაში მოხვდა. ერთმა მათგანმა მეგობართან დარეკვა შეძლო, რომელმაც ინციდენტის შესახებ სამაშველო სამსახურს აცნობა.
მასალის გამოყენების პირობები