ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მამა მალხაზმა, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ქვეყანა მუდამ ვალში იქნება ამ ადამიანებთან, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია და მოვალეც არის მათ ოჯახებზე იზრუნოს. იმათზე იზრუნოს, ვინც მათ შემდეგ დარჩა“–განუცხადა რადიო „ათინათს“ პარლამენტარმა ლაშა დამენიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას თქმით, „აგვისტოს ომს ბევრი სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ დღეს აქ ახალგაზდრებთან ერთად მოვედით, მათთან ერთად მივაგეთ პატივი საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. ამ ახალგაზრდებისთვის ეს არის მაგალითი. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებმა ქვეყანას მისცეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდათ. სახელმწიფომ კი ჯეროვნად უნდა იზრუნოს მათ ოჯახებზე. ეს მათი ხსოვნის ყველაზე დიდი დაფასება იქნება“.
დღესვე ზუგდიდში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ აგვისტოს ომის დროს დაღუპული სოფელ რიყის მკვიდრ, დავით ჯიქიას ოჯახი მოინახულა. უკვე მესამე წელია, რაც ზუგდიდში დავით ჯიქიას სახელობის ტურნირი -ფეხბურთში იმართება.
დაგეგმილი ღონისძიებების ბოლოს კი კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ მდუმარე აქცია გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები