Error
რუბრიკები
ჩე­ხუ­რი გუ­ლია­ში ლუ­დით

სა­ჭი­რო მა­სა­ლა 500 გრ ძრო­ხის ხორ­ცი 1 თა­ვი ხახ­ვი 70 გრ ტო­მატპას­ტა 1 ლ ძრო­ხის ხორ­ცის ბუ­ლი­ო­ნი 250-300 გრ რუ­ხი პუ­რი 1 კბი­ლი ნი­ო­რი 60 მლ ღია ფე­რის ლუ­დი ძი­რა, პაპ­რი­კა, მა­რი­ლი, წი­წა­კა და თავ­შა­ვა გე­მოვ­ნე­ბით

მომ­ზა­დე­ბა 1. პუ­რი წყალ­ში და­ვალ­ბოთ, შემ­დეგ დოლ­ბან­დში გავ­წუ­როთ და სა­ცერ­ზე გა­ვა­ტა­როთ. 2. ღრმა ტა­ფა­ში ან ქვაბ­ში გა­ვაც­ხე­ლოთ ზე­თი, და­ვუ­მა­ტოთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი და მოვ­შუ­შოთ. და­ვუ­მა­ტოთ პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ხორ­ცი. ხორ­ცის ნაჭ­რე­ბი ყვე­ლა მხრი­დან შევ­ბრა­წოთ, მოვაყაროთ მა­რი­ლი, წი­წა­კა, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ნი­ო­რი და პაპ­რი­კა. 3. შე­ვუ­რი­ოთ ტო­მატპას­ტა და ამო­ვუ­რი­ოთ. 4. და­ვას­ხათ 30 მლ ლუ­დი და 5 წუ­თი ვშუ­შოთ. 5. შემ­დეგ და­ვას­ხათ 1 ლ ბუ­ლი­ო­ნი და და­ბალ ცეც­ხლზე დავ­დგათ. 6. რო­დე­საც ბუ­ლი­ო­ნი ადუღ­დე­ბა, ჩა­ვუ­მა­ტოთ პუ­რი, თავ­შა­ვა და 1-1,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­მოხ­დი­ლი ვხარ­შოთ და­ბალ ცეც­ხლზე. მომ­ზა­დე­ბამ­დე 10-15 წუთით ად­რე გუ­ლი­აშს დარ­ჩე­ნი­ლი ლუ­დიც და­ვუმატოთ.
Print