საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს განახლდება.
მინისტრის თქმით,სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია,თითქოს მიმდინარე წლის სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს იწყება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების ნაწილში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს-აცხადებს რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია.
ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მე-4 და მე-3 საჯარო სკოლებში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები