Error
რუბრიკები
“ახალმა მემარჯვენეებმა” დღეს ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლემონჯავა წარადგინეს
დღეს ფოთში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის წარდგენისას პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პარტიამ ამ შემთხევვაშიც ადგილობრივ კადრს, საკუთარი გუნდის წევრს მიანიჭა უპირატესობა და კანდიდატად ზაზა ლემონჯავა წარადგინა. “ზაზა ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აქაურია და იცის ფოთის პრობლემები. ფოთის, როგორც საქართველოსთვის განსაკუთრებული ქალაქის ფუნქციის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ზაზა ლემონჯავა კარგად შესძლებს” – განაცხადა დავით გამყრელიძემ. "ფოთელები დაიღალნენ ცრუ მოლოდინებით, ხელისუფლების დაპირებებისგან განსხვავებით მოსახლეობის დასაქმების რეალისტური გეგმა გაგვაჩნია, რომელიც ფოთელთა დასაქმებასაც უზრუნველყოფს” – განაცხადა მაჟორიტარმა კანდიდატმა.
Print