ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მომხდარი ხანძარის შედეგად 8-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. სავარაუდოდ ელექტროსადენების გაყვანილობის გაუმართაობის შედეგად გაჩენილმა ცეცხლმა ერთ-ერთი ადგილობრივის ვაჟა კორკელიას კუთვნილი ორსართულიანი სახლი მთლიანად გაანადგურა.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია რადგანაც შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ხანძარი გვიან შენიშნეს, სახანძრო სამსახური ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა სახლისა და ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კორკელიებს გაუნადგურდათ როგორც ნივთები, ასევე სამშენებლო მასალა, თხილი და ფულადი თანხა. კორკელიების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები