Error
რუბრიკები
ფახულანის მოსახლეობა საავტომობილო გზის შეკეთებას ითხოვს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მოსახლეობა საავტომობილო გზის შეკეთებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზა იმდენად ავაიულია, რომ უკვე გადაადგილებაც უჭირთ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რადიო „ათინათს" განუცხადეს, რომ ფახულანის გზის მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და ამისთვის, დაახლოებით, 1 მილიონ 800 ათასი ლარია საჭირო. „ეს გზა პრაქტიკულად გაუვალია და ამ თემით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაინტერესდა. მისი ინიციატივით ეს საკითხი დაიძრა, ჩამოვიდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს ვითარება.  მიმდინარეობს პროექტს მზადება“- აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა. ცნობისთვის, ფახულანი ოკუპირებული გალის რაიონ, სოფელ საბერიოს ესაზღვრება და ამ გზას დევნილები ხშირად გადიან.
Print