Error
რუბრიკები
გალის რაიონში გატაცებული ბავშვი გამტაცებლებმა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს
გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან გატაცებული 9 წლის ბექა ჭაავა გამტაცებლებმა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა რადიო „ათინათს“უცხადებს, რომ ბავშვი ოჯახში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თორნიკე კილანავას ინფორმაციით, ბექა ჭაავას ფიზიკური ტრამვები არ აღენიშნება. კილანავასთვის გამოსასყიდი თანხის ოდენობა უცნობია, თუმცა ადასტურებს,რომ ჭაავას ახლობლებმა გამოსასყიდი თანხა გადაიხადეს. 14 აგვისტოს ხუთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან 9 წლის ბექა ჭაავა  გაიტაცა. გატაცების დროს ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Print