პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს სამეგრელოს სამ მაჟორიტარულ ოლქში - ზუგდიდში, ხობსა და მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
ზუგდიდში კენჭს როლანდ ახალაია, ხობში - გოდერძი ბუკია, ხოლო მარტვილში - ნაული ჯანაშია იყრიან.
დავით ბაქრაძემ სოფელ ნარაზენის კრივის სკოლაში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად როლან ახალაია წარადგინა, რომელიც დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორია.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილიც ესწრებოდნენ.
მოგვიანებით დავით ბაქრაძე მაჟორიტარობის კანდიდატებს ხობსა და მარტვილში წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები