Error
რუბრიკები
ირაკლი ალასანია ზუგდიდის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ ცაიშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. მისი თქმით ისევე როგორც ზუგდიდის მთელ რაიონში, ცაიშშიც მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. "ადგილობრივებს არ აქვთ საშუალება და რესურსი დაამუშაონ მიწები და აწარმოონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, სოფელს აქვს წყლის პრობლემა, არ არის გზები, ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად მთლიანად მოშლილია, არ მუშაობს სოციალური დახმარების პროგრამები"– განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცაიშელებს კოალიცია "ქართული ოცნების" გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
Print