Error
რუბრიკები
ირაკლი ალასანია საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მოსახლეობას შეხვდა
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, საზღვრისპირა სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მისი თქმით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსაზღვრე სოფელში არ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, სოფლის მეურნეობა პარალიზებულია და მოსახლეობას საკუთარი ძალებით უხდება მიზერული მოსავლის მოყვანა. სოფელში არ არის გზა, არ არის ამბულატორია, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს არც ერთი სახელმწიფო სისტემური ორგანო. ირაკლი ალასანიამ სოფლის მოსახლეობას კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრა სამედიცინო ცენტრზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ზუგდიდში აშენდება და ადგილობრივ მოსახლეობასა და აფხაზ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ალასანია ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ არჩევნებზე მათი ხმა დაცული იქნება. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები წინასაარჩევნოდ, როგორც სოფელ შამგონაში, ისე ზუგდიდის რაიონის ყველა სოფელში ჩავლენ და არჩევნებზე ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებენ.  
Print