Error
რუბრიკები
რუსლან შამახია თავისუფალია
სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსლან შამახია დარბაზიდან განთავისუფლდა. 11 ბრალდებული კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ახალაიას, მას მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ბრალდებულ პაატა ქირიას - 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს კობა თოდუას - 9 წლით, გიორგი ბულიას - 6 წლით და თემურ უბირიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. აღნიშნული პირები რამდენიმე ბრალდებაში ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნეს და მოსამართლის განაჩენი სწორედ ბრალდების იმ მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დამნაშავეები არიან. ამავე საქმეში 2 ბრალდებულს, მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამებისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულები.
Print