Error
რუბრიკები
ზუგდიდში Summer job-ის პროგრამაზე იმსჯელეს
საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში დასაქმების პროგრამა Summer Job-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. Summer Job 2012 უკვე დასრულდა და მასში 23 ათას 500-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ანაკლიაში შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ პროექტებზე და იმ პერსპექტივებზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდა თაობას დღეს საქართველოში ეძლევა. მიმართვისას პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ურჩია. სტუდენთა საზაფხულო დასასაქმების პროგრამის შესახებ იმსჯელეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვდრაზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 1800–ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამეგრელო ზემო სვანეთის კოორდინატორის სოფიკო დარასელიას განცხადებით, მათი პროექტი საბინაო პირობების კვლევას ემსახურებოდა და იგი სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით, წარმატებით განხორციელდა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი გოგი რევია ამბობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყო 95 ბავშვი. დასაქმებულებს სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით ოჯახების სოციალური მდგომარეობა უნდა შეესწავლათ. ახლგაზრდებმა 700 ოჯახი შეისწავლეს და სპეციალური ბაზაც შექმნეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა და შემდეგი პროექტებისთვის იქნება გამოყენებული - აღნიშნავს გოგი რევია. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნნი პროექტში მონაწილე სტუდენტები. განიხილეს პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები და ერთმანეთს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდელება გაუზიარეს. „ეს არის პროექტი, რომელიც მომავალში ხელს შეგვიწყობს პროფესიულ წინსვლაში და საზოგადოებასთან ურთიერთობაში“- აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილე ლანა ფარცვანიამ.
Print