რუბრიკები
დავით ბაქრაძე სამეგრელოში მაჟორიტარების წარდგენას აგრძელებს
პარლამენტის თავმჯდომარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე დღეს მესტიაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მესტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კანდიდ კვიციანი, ჩხოროწყუში - გოჩა ლემონჯავა, ხოლო წალენჯიხაში ლევან ქარდავა იქნება. "კანდიდ კვიციანი ღირსეული კანდიდატია და აქტიურად გააგრძელებს რეგიონში აღმშენებლობით პროცესს“-აღნიშნა ბაქრაძემ. ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად შერჩეული გოჩა ლემონჯავა ფოთის ყოფილი მერია, რომელმაც მმართველი პარტიის მხარდაჭერით ჩხოროწყუს ოლქის მოსაგებად მზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
Print