Error
რუბრიკები
ჯგუფი "შინ" საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
ჯგუფი „შინ“-ის ინიციატივით, ქართველი ემიგრანტები ახალ პროექტს იწყებენ. „ერთი ხმა“ - ასე ჰქვია საზოგადოებრივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ემიგრანტები მიმართავენ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს - მოუწოდონ საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობისკენ. პროექტის ფარგლებში პირველ ღონისძიებას თავად ჯგუფი „შინ“ გამართავს. "ერთი ხმის" ეგიდით ჯგუფის პირველი კონცერტი დღეს, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, 20:00 საათზე გაიმართება. მუსიკალურ ტურნეს „შინ“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოაწყობს. ჯგუფმა პროექტის შესახებ განცხადება 8 აგვისტოს  სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით გააკეთა.
Print