Error
რუბრიკები
„წინასაარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია“
წინასაარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. კოალიციამ „არჩევნების თავისუფლებისთვის“-დამსწრე საზოგადოებას კამპანიის „ეს შენ გეხება“- ფარგლებში შექმნილი 17 პუნქტიანი შეთანხმება გაანცო. შეთანხმება პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების შესახებ ალტერნატიულ კოდექსს წარმოადგენს. საქართველოში პოლიტიკური კულტურის არარსებობაზე კოლიცია „არჩევნების თავისუფლებისთვის“ წევრმა მაგდა პოპიაშვილმა ისაუბრა: „ჩვენ მოვითხოვთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო პერიოდში იმაზე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანია ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია არჩევნებამდე მიღწევა“- განაცხადა მან. დისკუსიის ფარგლებში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფმა მოქალაქეთა ჩართულობის  შესახებ კვლევა წარადგინა. კვლევა მოქალაქეებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ინსტიტუტებისგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. ადამიანის უფლებათა ცენტრის კოორდინატორმა დავით ფაცაციამ დამსწე საზოგადოებას განუმარტა, რომ „მოქალაქეების ჩართულობა ძალიან დაბალია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასაც ზემოთ ხსენებული ორგანიზაციები აფასებენ, როგორც დაბალს. არის ერთი პოზიტიური ნოტა, საზოგადოება შესაძლებლად მიიჩნევს სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტის ჩამოყალიბებას“.
Print