Error
რუბრიკები
,,მწვანე მომავალი“- ზუგდიდში გამწვანების აქცია გაიმართა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს გამწვანების აქცია ,, მწვანე მომავალი“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის თითეული მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გამოყო 3,500 სხვადასხვა სახეობის ნარგავი: (ფოთლოვანი იფანი, ნეკერჩხალი, აკაცია, მუხა ქართული, მუხა ჭალის, თრიმლი, საპნის ხე, წიწვოვანი ელდარის ფიჭვი).

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო ყველა საჯარო უწყების ხელმძღვანელმა პირმა. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო და ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე საოლქო პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა.

Print