Error
რუბრიკები
ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი სუნელებით
ინგრედიენტები:
  • კარტოფილიმ1 კგ
  • ზეითუნის ზეთიმ4 ს.კ
  • წითელი წიწაკამ1 ან გემოვნებით
  • ნიორი 1-2 კბილი
  • მარილი
  • ლიმონის წვენი 1 ს.კ
  • ლიმონის ცედრა 1 ს.კ
  • ქინძი დაჭრილი, 2 ს.კ
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.შეარჩიეთ პატარა კარტოფილები, იდეალურია ახალი კარტოფილი. კარგად გარეცხეთ და გაჭერით ორად. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, მოასხით 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი, მოყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ, რომ ცხიმი ყველგან მოხვდეს. შედგით ღუმელში 30-40 წუთი, სანამ არ დაიბრაწება.ამასობაში მოამზადეთ სოუსი. წიწაკა წვრილად დაჭერით, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი, დაღერღილი წიწაკაც. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ლიმონის ცედრა, წვენი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ. მოასხით ცხელ-ცხელ კარტოფილს, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და ამოურიეთ.
Print