Error
რუბრიკები
გურამ მისაბიშვილი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
დავით ბაქრაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი სენაკში მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატად წარადგინა. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეს დავით დარცმელიძეს, იგი მმართველმა გუნდმა აბაშის მაჟორიტარად წარადგინა. ამჟამად გუბერნატორის მოვალეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის მეორე მოადგილე ვახტანგ ცხადაია ასრულებს. სამხარეო გუბერნიაში ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ ვინ იქნება მხარის ახალი რწმუნებული.
Print