Error
რუბრიკები
სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი ტარდება. როგორც რადიოათინათსსაპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ ნატა პაპასკირმა უთხრა, კანდიდატებთან გასაუბრება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მდივან-რეფერენტის ვაკანსიაზე 12 კანდიდატი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა,მხოლოდ 5 კანდიდატი მოვიდა. დღეს ასევე, არის აპარატის სამსახურის კანდიდატებთან გასაუბრება. ხვალ და ზეგ კი თვითმმართველობის და კოორდინირების სამსახურებთან “, - ამბობს ნატა პაპასკირი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საპრეტენზიო კომისიაში მხოლოდ ერთადერთი საჩივარია შესული.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2014 წლის 12 მარტს გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე 92 კონკურსანტი გავიდა. გუბერნიაში სულ 210 აპლიკაცია იყო შესული, კონკურსი მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოცხადდა.

Print